ჩოგბურთი

ეკატერინე გორგოძემ პოლონეთში გამართული ჩოგბურთის ტურნირი მოიგო

Facebook

ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართული ტურნირის, Kozerki Open-ის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი მეტოქე, ქლოე პაკე, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გორგოძემ პირველი სეტი ტაი ბრეიქით მოიგო. მეორე სეტში კი ანგარიშით 0:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში ქართველმა მეტოქე გადამწყვეტ გეიმში დააბრეიქა და გამარჯვება მოიპოვა.

ფინალამდე მიმავალ გზაზე გორგოძემ ოთხი მეტოქე დაამარცხა. გამარჯვების ხარჯზე გორგოძე მსოფლიო რეიტინგში 21 პოზიციით დაწინაურდება და 164-ე ადგილს დაიკავებს. კარიერის განმავლობაში საუკეთესო შედეგი ჩოგბურთელს 2019 წელს ჰქონდა, როდესაც მსოფლიო რეიტინგში 144-ე ადგილი ეკავა.

ახლო წარსულში გორგოძე WTA-ს გდინიას ტურნირზე მეოთხედფინალი ითამაშა. 

კომენტარები