შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ბოკუჩავა: აშშ ძალიან ახლოს არის ინდივიდუალურ სანქციებთან, EU-სგან შეიძლება მყისიერად მოხდეს

ასეთ მდგომარეობაში ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ურთიერთობების გადახედვა არის ძალიან საგანგაშო ჩვენთვის. მინდა გითხრათ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად როდის შეიძლება ევროპის კავშირმა გადადგას ეს ნაბიჯი, თუმცა განიხილავენ, მათ შორის, იმასაც, რომ ეს მოხდეს მყისიერად, ესეც კარგად უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ. იმის არ იყოს, ნედ პრაისმა რომ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება და კონკრეტულად ვინ შეიძლება მოხვდეს სანქციების ქვეშ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ წინმსწრებად არასოდეს აანონსებს, ვინ იქნება სანქციების სამიზნე და როდის გამოიყენებს ამერიკა ამას, მაგრამ აშშ-ც ძალიან ახლოს არის ინდივიდუალურ სანქციებთან, რომელიც, სხვათა შორის, გაბრაზებულია – ეს სიტყვა მართლა არ გამიგია.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ მთავარი არხის ეთერში. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა.

კომენტარები