თვითმმართველობის არჩევნები 2021

ბოკერია: დიდ ქალაქებში ვაჯობოთ და ვადამდელი კი არა, პოლიტიკის დატოვებაზე ექნებათ კონკურსი

3% და 43% კი არა, დიდ ქალაქებში და საკვანძო რაიონებში უნდა მოვუგოთ [არჩევნები], და ეს დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეების აქტიურობაზე, და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე ჭიდაობაზე კი არა, სწრაფად ვინ დატოვებს პოლიტიკურ არეალს ივანიშვილის სამარცხვინო გარემოცვიდან, მაგაზე იქნება კონკურსი. 

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ 3% რომც აიღონ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელს მაინც არ დანიშნავენ. 

კომენტარები