შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კარპენტერი: სამწუხაროა იმის ნახვა, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გავიდა

ეს მართლაც დასანანია. ეს იყო ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელმაც ხელი შეუწყო სამართლის უზენაესობას, პოლიტიკურ ჩართულობასა და სამართლიანი თამაშის წესებს. სამწუხაროა იმის ნახვა, რომ მმართველი პარტია შეთანხმებიდან გავიდა. 

წერს ამერიკელი დიპლომატი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე. 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

კომენტარები