შარლ მიშელის შეთანხმება

NGO-ები: ქართული ოცნება მზადაა, ქვეყნის კეთილდღეობა ძალაუფლების შენარჩუნებას შესწიროს

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დასავლურ კურსსა და დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. 

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან  განვითარებაზე. ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც ქართული ოცნება მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან". – აღნიშნულია განცხადებაში. 

ხელმომწერები: 

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement)
  • "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC)
  • საზოგადოება და ბანკები
  • საფარი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • ევროპის ფონდი (EPF)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • უფლებები საქართველო (RG)

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

კომენტარები