თვითმმართველობის არჩევნები 2021

"ვერ გაყიდის თაბორის მთას" - რას არ გააკეთებინებდა საკრებულოს თავმჯდომარე ხოშტარია მერს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, სამი რამ დაასახელა, რასაც, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, თბილისის მერ ნიკა მელიას არ გააკეთებინებდა. 

"ურბანული პოლიტიკა - მაღალსართულიან სახლებს არ ავაშენებინებ იქ, სადაც არ შეიძლება. ქალაქის ისტორიაში რომ პირველად ჰქონდეს ურბანულ პოლიტიკას ეს ხედვა. ამ ხედვას მოვახვევთ თავს ნიკას და დავარწმუნებთ, რომ გასაკეთებელია. 

მეორე, არ დავარღვევინებთ ძმაბიჭურად, როგორც ეს ხდება. ბიუჯეტის დაგეგმარება და ხარჯვის კონტროლი და მესამე, ვერასდროს ვერ გაყიდის თაბორის მთას, მაგალითად". - ამბობს ხოშტარია. 

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია წარადგინა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

    კომენტარები