მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში საკუთარი ხომალდით გაფრინდა

ჯეფ ბეზოსი

დღეს, 20 ივლისს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის, Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში გაფრინდა. 

ხომალდის ბორტზე ბეზოსი, მისი ძმა,  82 წლის ქალი-ინსტრუქტორი, უოლი ფანკი და 18 წლის სტუდენტი, ოლივიე დაემენიმ იმყოფებოდნენ. 

დაემეინ ყველაზე ახალგაზრდა, ხოლო ფანკი ყველაზე ხანდაზმული ადამიანები გახდნენ, რომლებმაც კოსმოსში იმოგზაურეს. 

გარდა ამისა, ბეზოსი მსოფლიოს პირველი უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც დედამიწის ორბიტა დატოვა, თანაც საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსს დაგეგმილი ჰქონდა გამხდარიყო მსოფლიოს პირველი მილიარდერი და მეწარმე, რომელიც კოსმოსში გაფრინდებოდა, თუმცა Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა, სერ რიჩარდ ბრანსონმა მას ზუსტად 9 დღით დაასწრო

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, Virgin Galactic-ის მისიის გაშვება 2021 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ბრანსონის დაჟინებული მოთხოვნითა და სურვილით, დაესწრო ჯეფ ბეზოსისთვის, დარჩენილი სამუშაოები დაჩქარებული წესით შესრულდა და კოსმოსში გაშვების თარიღმა რამდენიმე თვით გადმოიწია. 

Blue Origin-ის მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარება და ახალ ბაზარზე პირველობის მოპოვებაა, ამჟამად კონკურენციაში ათეულობით საერთაშორისო კომპანიაა ჩართული, მათ შორის: ბრანსონის Virgin Galactic-ი და ილონ მასკის SpaceX-ი.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბეზოსის ქონება 205 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 


2021 წლის მაისში ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა

Bloomberg-ის ინფორმაციით, საფონდო ბირჟიდან მიღებულ თანხის უდიდეს ნაწილს ბეზოსი თავის მეორე კომპანიას, Blue Origin-ს მოახმარს, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ის უმთავრესი კონკურენტია.

Blue Origin-ის დაფინანსების მიზნით, 2020 წელს ბეზოსმა თითქმის 10 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. 

მისიის წარმატება, ანალიტიკოსების შეფასებით, პოზიტიურად აისახება კომპანიის შეფასებაზე და საბაზრო კაპიტალიზაციაზე. 

კომენტარები