ჯეფ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსმა 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების AMAZON-ის აქციები გაყიდა 

ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა კომპანიის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, საფონდო ბირჟიდან მიღებულ თანხის უდიდეს ნაწილს ბეზოსი თავის მეორე კომპანიას, Blue Origin-ს მოახმარს, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ის უმთავრესი კონკურენტია.  

2021 წლის ზაფხულში Blue Origin პირველად გაუშვებს ასტრონავტების გუნდს კოსმოსში. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ინვესტორებისა და კონტრაქტორების ინტერესი კომპანიისადმი მნიშვნელოვნად გაიზრდება.  

ბეზოსისა და მასკის ქიშპობა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებისთვის კონკურენცია კი არ არის, არამედ ორივე მილიარდერი "კოსმოსურ რბოლაში" გამარჯვებასაც ცდილობს.  

Forbes-ის ცნობით, ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება 177 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მეორე ადგილს კი $151 მილიარდით მასკი იკავებს. 

Blue Origin-ის დაფინანსების მიზნით, 2020 წელს ბეზოსმა თითქმის 10 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ბეზოსი Amazon-ის 52.5 მილიონ აქციას ფლობს, ანუ ის კომპანიის 10.4%-იანი წილის მფლობელია

კომენტარები