კოსმოსში გაფრენის შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეფინანსებინა ამერიკული სტარტაპი Altos Labs-ი, რომელიც დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს.
Altos Labs-ის მეცნიერები უჯრედების განახლების ინოვაციურ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც აახალგაზრდავებს ადამიანის სხეულს და პოტენციურად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
მეცნიერთა ნაწილის შეფასებით, ექსპერიმენტული ტექნოლოგია პოტენციური "სიცოცხლის ელექსირია" და იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ დაბერება სულაც არ არის შეუქცევადი პროცესი.
Altos Labs-ის გარდა, ბეზოსს, რომლის ქონება 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ინვესტიცია სხვა ბიოტექნოლოგიურ კომპანიებშიც უდევს, კერძოდ, Bezos Expeditions, Nautilus Biotech, Sana Biotech, Denali, Juno Therapeutics.
20 ივლისს Amazon-ის დამფუძნებელი მსოფლიოს პირველი უმდიდრესი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწის ორბიტა დატოვა და საკუთარი კომპანიის, Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში გაფრინდა.
"სიცოცხლის ელექსირის" შექმნით ბეზოსი აქტიურად სწორედ კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ დაინტერესდა.
ჯეფ ბეზოსს დაგეგმილი ჰქონდა გამხდარიყო მსოფლიოს პირველი მილიარდერი და მეწარმე, რომელიც კოსმოსში გაფრინდებოდა, თუმცა Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა, სერ რიჩარდ ბრანსონმა მას ზუსტად 9 დღით დაასწრო.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, Virgin Galactic-ის მისიის გაშვება 2021 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ბრანსონის დაჟინებული მოთხოვნითა და სურვილით, დაესწრო ჯეფ ბეზოსისთვის, დარჩენილი სამუშაოები დაჩქარებული წესით შესრულდა და კოსმოსში გაშვების თარიღმა რამდენიმე თვით გადმოიწია.
Blue Origin-ის მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარება და ახალ ბაზარზე პირველობის მოპოვებაა, ამჟამად კონკურენციაში ათეულობით საერთაშორისო კომპანიაა ჩართული, მათ შორის: ბრანსონის Virgin Galactic-ი და ილონ მასკის SpaceX-ი.