ევროპის ჩემპიონატი

მიუნხენის პასუხი უნგრეთის ჰომოფობიურ კანონს - ალიანს არენა LGBT დროშის ფერებში განათდება

News 24

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენში, ალიანს არენაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართება. გერმანიის საფეხბურთო ნაკრები, მანუელ ნოეიერის მეთაურობით, უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 

შეხვედრის წინ ქალაქის საკრებულომ წარმოადგინა იდეა, რომ სტადიონის ფასადი LGBT დროშის ფერებში განათდეს. 

"ჩვენი ქალაქი მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, ტოლერანტობასა და ჭეშმარიტ თანასწორობას სპორტულ სამყაროში. გერმანია-უნგრეთის მატჩთან დაკავშირებით, გვსურს, რომ უნგრეთის LGBT თემს სოლიდარობის მესიჯი გაუგზავნოს, რომლებიც მთავრობის მიერ მიღებული კანონების გამო იტანჯებიან". – წერის მიუნხენის საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

15 ივნისს უნგრეთის მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არასრულწლოვანებში LGBT "პროპაგანდა" იკრძალება. გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბერში უნგრეთში მიიღეს კანონი, რომელიც LGBT თემის წევრებს შვილის აყვანის უფლებას უზღუდავს.

"უნგრეთის მთავრობის მიერ შემუშავებული კანონი LGBT ადამიანების უფლებებისა და თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის მიზნით არის მიღებული". – ვკითხულობთ იმავე განცხადებაში.

გერმანიას პლეიოფში გასასვლელად გამარჯვება ან ფრე აწყობს. უნგრეთს ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდება.

კომენტარები