ჟურნალისტებზე ძალადობა

"მხრის დიაფიზის მოტეხილობა" – აბსანძე წერს, რომ პოლიციამ ხელი მოტეხა და ოპერაციას იკეთებს

ფორმულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დაკავებისას ხელი მოტეხეს, ხვალ, 14 ივლისს ოპერაციას იკეთებს. 

"მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, ვერ გპასუხობთ და აქვე დაგააფდეითებთ:

დიაგნოზი - მარცხენა მხრის დიაფიზის მოტეხილობა;

ხვალ ოპერაცია - მარცხენა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით. რაღაც უცნაური კერძივით კი ჟღერს". – წერს აბსანძე. 

მედიაკოალიცია ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს

გუშინ, 12 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს იცავდნენ.

მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების და მმართველი პარტიის შენობის მისამართით კვერცხებსა და საღებავებს ისროდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 აქტივისტი დააკავა, მათ შორის ერთი - ოპერატორი. 

კომენტარები