ოპერატორის გარდაცვალება

აბსანძე შსს-ს: ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან, ვიცი, რომ საზმაუს შინაგანაწესს ვარღვევ

ირაკლი აბსანძე
საზოგადოებრივი მაწუყებელი

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან. თინათინ ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ტ*კი გაქვს". – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები