ჟურნალისტებზე ძალადობა

მედიაკოალიცია: ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ

ირაკლი აბსანძე
საზოგადოებრივი მაწუყებელი

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ.

 "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან 12 პირი დააკავეს, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე https://police.ge/.../shinagan-saqmeta.../14797...
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და მას ამ დროს აკავებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან". - ვკითხულობთ განცხადებაში.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მედიაკლუბი
Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიის განვითარების ფონდი MDF
Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
Სატელევიზიო ქსელი
Საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, რომელიც გუშინ, 12 ივლისს, ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს, გათავისუფლდა. აბსანძე წერს, რომ პოლიციელებმა ხელი მოტეხეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს იცავდნენ.

მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების და მმართველი პარტიის შენობის მისამართით კვერცხებსა და საღებავებს ისროდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 აქტივისტი დააკავა, მათ შორის ერთი - ოპერატორი.  

კომენტარები