პრაიდის კვირეული

მელია: მთავრობა მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით კლავს სახელმწიფოს

რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.

დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.


ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში! სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ! თუ როგორ, მალე, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!

წერს ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები