პრაიდის კვირეული

დეკანოიძე: გამოცხადებული ძალადობის და პუტინის ქრონიკაა ჩვენს ქვეყანაში

გამოცხადებული ძალადობის და პუტინის ქრონიკაა ჩვენს ქვეყანაში.

ჟურნალისტების ცემა, ევროკავშირის დროშის დახევა, დარბევა, უფლის სახელით მოთარეშე ძალადობა - ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სახე.
ძალდობით საზრდოობს ქართული ოცნება, ძალადობაზე და ჩაგვრაზე დგანან ქრისტეს სახელით ადამიანების მჩაგვრელები. ორივეს ერთმანეთი სჭირდება.

მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს, ვინც უკიდურესად დიდი ფიზიკური საფრთხის მიუხედავად, თავის მოვალეობას ასრულებდა.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები