პრაიდის კვირეული

ერისთავი: იმედია, სახ.დეპი ყურადღებას მიაქცევს დღევანდელ ძალადობაში აშშ-ს ნაწილობრივ როლს

მაკსიმ ერისთავი
Facebook

უკრაინელი ჟურნალისტი და ატლანტიკური საბჭოს ყოფილი მკვლევარი, მაკსიმ ერისთავი თბილისში ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებს გამოეხმაურა. ერისთავი წერს, რომ მეუფე იაკობი, ვინც ღირსების მარშის მოწინააღმდეგეებს უძღვება აშშ-ს ელჩის მიერ "არაერთხელ იყო მხარდაჭერილი".

"ეპისკოპოსი რომელიც დღევანდელ ანტი-ქვიარ და ანტი-დემოკრატიულ პოგრომს უძღვება, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიერ არაერთხელ იყო მხარდაჭერილი და დამტკიცებული. იმედი მაქვს, სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას მიაქცევს საქართველოში დღეს მომხდარ ძალადობაში აშშ-ს ნაწილობრივ როლს". – წერს მაკსიმ ერისთავი.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ პრაიდი ჩატარდა, ვინც მხარს უჭერს, ცუდ მდგომარეობაში იქნებიან, პარტიებიც და საელჩოებიც.

დღეს, 5 ივნისს ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეებმა, პუტინისტურმა ჯგუფებმა, პარლამენტთან ოპოზიციის კარვები დაარბიეს. პუტინისტური ჯგუფები Tbilisi Pride-ის ოფისის აივანზე აძვრნენ და დროშა ჩამოხიეს. ძალადობრივმა ჯგუფებმა ასევე მოძრაობა სირცხვილიას ოფისს ალყა შემოარტყეს, ჩალეწილია შენობის მინები.

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი 13:00 და 17:00 საათზე პარაკლისის გამართვას აპირებენ. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვებიც გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.

კომენტარები