პრაიდის კვირეული

ევროპარლამენტარები კარლ ჰარცელს და ელჩებს ღირსების მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ელჩსა და სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებს 5 ივნისს ღირსების მარშში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარებმა – კარენ მელქიომ, სოფი ინტ'ველდმა და თის როიტენმა განცხადებები Twitter-ზე გამოაქვეყნეს.

"თბილისის პრაიდი უნდა იყოს დღესასწაული. ხელისუფლება უარს ამბობს, უზრუნველყოს პოლიციის მიერ მარშის ხულიგნებისგან დაცვა. მარშის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ლგბტი+ უფლებებისა და შეკრების თავისუფლების მხარდაჭერისთვის, ევროკავშირის [წარმომადგენლობამ] მონაწილეობა უნდა მიიღოს  მარშში. დაჟინებით მოვუწოდებ კარლ ჰარცელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩს მარში მონაწილეობისკენ". – წერს მელქიო.

"თბილისი პრაიდი უნდა იყოს დღესასწაული, მაგრამ ხელისუფლება უარს ამბობს უზრუნველყოს პოლიციის მიერ მარშის ხულიგნებისგან დაცვა. ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ლგბტ+ უფლებებსა და შეკრების თავისუფლებას. დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებსა და კარლ ჰარცელს, დაესწრონ მარშს". – წერს ინტ'ველი.

"კარგი იქნებოდა, თუ ევროკავშირის წარმომადგენლები და კარლ ჰარცელი, წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, ღირსების მარშში მიიღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველას უსაფრთხოება, ვინც მრავალფეროვნებას და ლგბტ+ უფლებებს უჭერს მხარს". – წერს როიტენი.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული. დღეს, 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს  განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.

კომენტარები