იაპონია

იაპონიის ქალაქში მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა, 19 პირი დაკარგულია [VIDEO]

მეწყერი

ძლიერი წვიმების შემდეგ იაპონიის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქ ატამიში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც თან ჩაიყოლა სახლები და მათ შორის ადამიანებიც, 19 პირი იძებნება.

"საშინელი ხმები გავიგე და დავინახე მიწისა და შავი ტალახის უზარმაზარი ნიაღვარი როგორ ეშვებოდა სახლებზე და თან იყოლიებდა შენობებსა და ადამიანებს, სამაშველო სამსახურები კი ადამიანებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ.  მეც გავრბოდი მაღალი სართულებისკენ. როცა უკან დავბრუნდი, სახლები და მანქანები აღარ ჩანდა". - ამბობს იქაური ტაძრის წინამძღვარი.

მისივე ცნობით, ხელისუფლებამ სამხედრო ძალები გამოიძახა სამძებრო სამუშაოებისთვის.

მხოლოდ 48 საათში ატამში 313-მილიმეტრიანი ნალექი მოვიდა, რაც ივლისის საშუალო 242.5-ზე გაცილებით მეტია.

ეს ქალაქი ტოკიოდან დაახლოებით 90 კილომეტრით არის დაშორებული და ცნობილ კურორტად ითვლება.

კომენტარები