პრაიდის კვირეული

პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე დააკავეს

თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ადგილზე მყოფი ტაბულას რეპორტიორის ცნობით, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე დააკავეს. 

ადგილზე, სადაც  პრაიდის ღონისძიება უნდა გაიმართოს, ფიზიკური დაპირისპირება იყო. კვირეულის მოწინააღმდეგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც მათი სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. 

რეპორტიორის ცნობით, დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაკავებულების ზუსტ რიცხვს არკვევენ. 

კომენტარები