პრაიდის კვირეული

მეუფე ნიკოლოზი პრაიდზე: ძალით თუ ჩაატარებენ, რაღაც არეულობა მოჰყვება

"ძალით თუ ჩაატარებენ, მოჰყვება რაღაც არეულობა". – ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი პრაიდის კვირეულზე საუბრისას. 

"ძალადობა ხომ არ უნდა იყოს? არ უნდათ ადამიანებს ამის ჩატარება და ძალით თუ ჩაატარებს, მოჰყვება რაღაც არეულობა. [არეულობა] არ არის გამართლებული, ამიტომ არ უნდა ჩატარდეს. მათზე არის პასუხისმგებლობა, ვინც ამას ამბობს". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში. 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

კომენტარები