პრაიდის კვირეული

ოცნების დეპუტატი პრაიდზე: შეიძლება დაპირისპირება იყოს, თავი შეიკავონ

ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ თუ შენ გრძნობ და განიცდი იმას, რომ შენი ამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ასევე გამოხატავს თავის მდგომარეობას და აქ შეიძლება გარკვეული ტიპის დაპირისპირება მოხდეს, ამ შემთხვევაში, მინიმუმ მორალური ვალდებულება აქვთ ამ ადამიანებს, რომ ასეთი ტიპის ქმედებებისგან თავი შეიკავონ

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი თბილისში პრაიდის კვირეულის გამართვასთან დაკავშირებით. დედაქალაქში 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება. პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს. 

კომენტარები