პრაიდის კვირეული

ფალავანდიშვილი ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით რუსთაველის მეტროსთან კარვების გაშლას გეგმავს

გურამ ფალავანდიშვილი
SARKENEWS

პუტინისტური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი, ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით, რუსთაველის მეტროსთან კარვების დადგმას გეგმავს. ინფორმაციას ფალავანდიშვილის ორგანიზაცია, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

ამასთან, ძალადობრივი ჯგუფი აქციას 30 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან და შემდეგ აშშ-ს საელჩოსთან აანონსებს. 

"1-დან 5 რიცხვამდე ხელს შევუშლით ე.წ. „ლგბტ კვირეულის“ განმავლობაში ნებისმიერ მათ აქტივობას.

4 ივლისის საღამოდან მეტრო რუსთაველთან დავდგამთ კარვებს, რათა კეთილსინდისიერ საზოგადოებასთან ერთად 5 ივლისს ხელი შევუშალოთ, არ ჩავატარებინოთ, ჩავშალოთ გარყვნილი უღირსების მარში". – წერია განცხადებაში. 


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

კომენტარები