შავი ზღვა

რუსეთის უკმაყოფილების მიუხედავად, აშშ და უკრაინა შავ ზღვაში საერთაშორისო წვრთნებს იწყებენ

რუსეთის უკმაყოფილებისა და მოწოდებების მიუხედავად, აშშ და უკრაინა შავ ზღვაში მასშტაბურ საერთაშორისო წვრთნებს, Sea Breeze 2021-ს იწყებენ

გასულ კვირაში რუსეთის საელჩო აშშ-ში ითხოვდა წვრთნების გაუქმებას, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ ეროვნული ინტერესების დასაცავად.  

Sea Breeze 2021 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ქვეყნის 5000 სამხედრო, 32 ხომალდი და 40 ავიადანადგარი. 

უკრაინის ოდესის პორტში უკვე შევიდა აშშ-ს საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი USS Ross-ი.

უკრაინული მხარის თქმით, წვრთნების მთავარი მისიაა სამხედროებს მისცეს გამოცდილება საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის. 

მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშები ტარდება ბოლო ხანებში რუსეთისა და ბრიტანეთის შავ ზღვაში მომხდარი დიპლომატიური დაპირისპირების შემდეგ. რუსული მხარის თქმით, ბრიტანული ხომალდი HMS Defender-ი მათ წყლებში შევიდა და ამიტომ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. ბრიტანული მხარე უარყოფს ინფორმაციას გამაფრთხილებელი ცეცხლის შესახებ და ამბობენ, რომ მათი ხომალდი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ წყლებში ცურავდა. შემთხვევა რუსეთის მიერ ანექსირებულ და ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს მოხდა. 

კომენტარები