HMS Defender-ის ინციდენტი შავ ზღვაში

ბრიტანეთი შავი ზღვის ინციდენტზე: რუსების გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა

HMS Defender

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ წყლებში ბრიტანული HMS Defender-ი შევიდა და მის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს, უარყოფს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

"გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა". – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ. 

რუსულმა მხარემ HMS Defender-ი და ამ წყლებში მცურავი სხვა გემები აქამდე გააფრთხილა, რომ ამ დღეებში მცირე საავიაციო და საზღვაო წვრთნებს ჩაატარებდა. 

რუსეთის მხარის თქმით, ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ახლოს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა. 

კომენტარები