შავ ზღვაში, ქერჩის სანაპიროდან 8 კილომეტრში ორი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-212 და ვოლგონეფტ-239 იძირება.
ბოლო ინფორმაციით ვოლგონეფტ-212 შუაზე გადატყდა, კატასტროფის შედეგად ზღვაში 4300 ტონა მაზუთი ჩაიქცა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში, ტალღასთან შეჯახებით შედეგად იძირება კიდევ ერთი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-239. ტანკერს 4000 ტონა მაზუთი გადაჰქონდა.
ორ გემზე კატასტროფის მომენტში ეკიპაჟების 27 წევრი იმყოფებოდა, მიმდინარეობს მათი გადარჩენის სამაშველო ოპერაცია. ამ დროისთვის ვერტმფრენის დახმარებით ევაკუირებულია 8 მეზღვაური.