კორონავირუსი

საფრანგეთი კომენდანტის საათს და ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას ხსნის

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან ერთად, საფრანგეთი კომენდანტის საათს იმაზე ადრე მოხსნის, ვიდრე იგეგმებოდა. მოცემული ცვლილებები ოთხშაბათს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

პირბადის ტარების ვალდებულება ხვალ, 17 მაისს მოიხსნება, ხოლო კომენდანტის საათი კვირას გაუქმდება - 10 დღით ადრე, ვიდრე იგეგმებოდა.

საფრანგეთში ყოველდღიურად კორონავირუსის საშუალოდ  3,900 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, მაშინ როდესაც აპრილ-მაისში 35,000 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ამასთან ერთად, საფრანგეთის ზრდასრული მოსახლეობის 58%-ზე მეტი ერთჯერადად უკვე აიცრა.

კომენტარები