მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე გახარიას: დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია

გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას, რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება, მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი.

გიორგი გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

მოიტყუე – წერილზე
მოიტყუე – ანაკლიაზე
მოიტყუე – ბადრიზე
მოიტყუე თან  ბევრი,

გელოდები პირდაპირ ეთერში

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუს Facebook-ზე ეხმაურება და გახარიას დებატებში იწვევს. 

კომენტარები