საქართველოსთვის

გახარიას პარტიამ კობახიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყებისთვის პროკურატურას მიმართა

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. 

"მე ვფიქრობ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სწირდება სამართლებრივი პასუხები, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება  ჩვენს გმირ პოლიციელებს და ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამისთვის არ აგოს პასუხი".- ამბობს გახარიას პარტიის პოლიტსაბჭის წევრი ბერდია სიჭინავა. 

ანა ბუჩუკურის თქმით, გახარია ყველა კითხვას თავად "ძალიან მალე' უპასუხებს. საქართველოსთვის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართეს. 


პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გიორგი გახარიამ მაისში თავისი პარტია, სახელწოდებით საქართველოსთვის დააფუძნა, რომელიც ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებსა და პარლამენტში მმართველი გუნდის კვოტით გასულ დეპუტატებს აერთიანებს. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. ამ ფოზნე 7 ივნისს ოცნების დამფუძნებელმა და ოფიციალურად პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ გახარიასთან კავშირი არ აქვს. 

 

კომენტარები