საქართველოსთვის

ქემოკლიძე: გახარია არ გაუჩინარებულა, ის დუმს, უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. გვიახლოვდება ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები, შესაბამისად, ის აქტიურად მონაწილეობს ამ პოლიტიკურ პროცესებში. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ის, ჯერჯერობით, დუმს და ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივია და ამავდროულად ძალიან საინტერესო.

დუმილზე ერთი ცნობილი ამერიკული გამონათქვამი მახსენდება, რომ ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს. როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს და როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, მდუმარე ადამიანი ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ქართული ოცნების დამარცხებისთვის საბოლოო ჯამში

თქვა პარტიის საქართველოსთვის ერთერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები