გახარიას გუნდი

მეზვრიშვილი, სიჭინავა, ბუჩუკური, ხოჯევანიშვილი – გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 

ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა წარადგინა. წევრებს შორის არიან ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატები, რომლებმაც პარტია დატოვეს და გიორგი გახარიას შეუერთდნენ. პოლიტსაბჭოში ასევე წარმოდგენილია მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი და სხვა თანამშრომლები. ტაბულა სიას სრულად გთავაზობთ:

  • გიორგი ხოჯევანიშვილი
  • ნათია მეზვრიშვილი
  • გიორგი შარაშიძე
  • კახაბერ ქემოკლიძე
  • ​ანა ბუჩუკური
  • მიხეილ დაუშვილი
  • ბექა ლილუაშვილი
  • რუსუდან თევზაძე
  • ალექსანდრე მოწერელია
  • ბერდია სიჭინავა
  • შალვა კერესელიძე 
  • კოტე ანანიაშვილი
  • გიგა ფარულავა
  • გიორგი გოგუაძე

ექსპო ჯორჯიაში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას 400-მდე დამფუძნებელი და სტუმარი დაესწრო.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ".

გიორგი გახარიას შეუერთდა ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.

კომენტარები