ინფლაცია

ინფლაციის დონე ისევ გაიზარდა და მაისში წლიურმა მაჩვენებელმა 7.7% შეადგინა

Carrefour
ფოტო: Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა,რაც იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4%-ით განისაზღვრა. 

მეექვსე თვეა, რაც საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება.

ინფლაციის დონის ზრდა საქონლისა და მომსახურების გაძვირებასა და ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლებას ნიშნავს. 

ინფლაციის დონით, Trading Economics-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 34-ე ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი ინფლაციის დონე 196 ქვეყნიდან მხოლოდ 33-შია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი აპრილის სტატისტიკას ითვალისწინებს, მაისში ინფლაციის დონის ზრდა კი განახლებულ სიაში საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.

წყარო: საქსტატი

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0%-ით, რაც 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (2.8%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.4%-ით. შესაბამისად,
ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში შეადგინა 0.09 პროცენტული პუნქტი. ფასების მატება
დაფიქსირდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (2.5%), ისე საზოგადოებრივი
კვების (1.3%) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7%-იანი
მატება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი
(3.4%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (3.2%), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (2.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.1%), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (2.0%).

კომენტარები