ინფლაცია

მათიკაშვილი: ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია არის დაშვებულ ზღვართან

"ეროვნული ბანკი ზრდის თავის რეზერვებს, ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია არის დაშვებულ ზღვართან - ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მათი წყობილებიდან გამოყვანის საფუძველია" - ასე აფასებს ივანიშვილის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი კახა ხაზარაძის bmg-ისთან ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ - "შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკა კრიზისში შესვლას დაიწყებს".

მათიკაშვილის მტკიცებით, “მამუკა ხაზარაძის და მისი ნათესავების” მიერ პროგნოზირებული ლარის კურსის დევალვაცია და ინფლაციის ზრდა არ გამართლდა და ვითარება ქვეყანაში საპირისპიროა. ის ირწმუნება, რომ ლარის კურსი მყარდება და ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს,  მაშინ როცა ამავე ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროსთან მიმართებით კიდევ 2.45 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 3.2155 ლარი გახდა. 

ლარი 0.12 თეთრით გამყარდა დოლართან მიმართებით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.7212 ლარი შეადგინა.

ხოლო გირვანქა სტერლინგთან მიმართებით, ეროვნული ვალუტა 2.15 თეთრით გაუფასურდა და ღირებულება 3.7502 ლარი გახდა.

კომენტარები