ისრაელი

ისრაელის ოპოზიციური პარტიები ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ

The Times of Israel

ისრაელის ოპოზიციური პარტიები ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. მოცემული შეთანხმება შეიძლება იყოს ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი პრემიერმინისტრობის დასასრული.

ცენტრისტული იეშ ატიდის (მომავლის პარტია) ლიდერის, იაირ ლაპიდის თქმით, ერთიანობის კოალიციის შეთანხმება წარმატებით დასრულდა.

როტაციის მიხედვით, პრემიერმინისტრის თანამდებობას მემარჯვენე პარტია იამინას ლიდერი, ნაფტალი ბენეტი დაიკავებს, სანამ თანამდებობას იაირ ლაპიდს გადააბარებს.

მთავრობის ოფიციალურად დამტკიცებამდე საპარლამენტო კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

თუ კოალიცია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას 120-ადგილიან ქნესეთში, არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში ბოლო ორი წლის მანძილზე მე-5 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

მარტში ჩატარებული ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუს კოალიციამ 52 ადგილი მოიპოვა, ანტინეთანიაჰუს ბლოკმა 57, პარტია იამინამ 7, არაბთა პარტია რაამმა კი - 4. ბოლო ორი პარტია ჯერჯერობით არც ერთ კოალიციას არ უერთდება. 

ისრაელის ქნესეთში სულ 120 ადგილია. მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა, მინიმუმ, 61 ადგილი.

ასევე 3 მარტს, ისააკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტი გახდა და პარლამენტში 2/3-ზე მეტი ხმა მოიპოვა. მანამდე ქვეყნის პირველი პირი 7 წლის განმავლობაში  იყო რუვენ რივლინი, რომელიც თანამდებობას მომდევნო თვეში დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერმინისტრის, ნეთანიაჰუს პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარუდგენია და არც რომელიმესთვის მიუცია ხმა.

თავის გამოსვლაში ჰერცოგმა თქვა, რომ ის შეეცდება, გააერთიანოს ისრაელის საზოგადოება, განსაკუთრებით  საზოგადოების შიგნით ბოლოდროინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.

კომენტარები