ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, 24 აპრილს ჰეზბოლა ისრაელის სამხედროებს სამხრეთ ლიბანში თავს დაესხა. IDF-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საკუთარ და ჰეზბოლას მებრძოლებს შორის ცეცხლის გახსნა, შემდეგ კი მათზე იერიშის მიტანა ჩანს.
ამ შემთხვევის პარალელურად, ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რასაც IDF-ის საპასუხო იერიშები მოჰყვა.
შემთხვევები მოხდა მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელზეც 24 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სამი კვირით გახანგრძლივდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს შესაძლოა თავდაცვითი საპასუხო იერიშები მიეტანა. ამ დღეს ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.
ისრაელის საჰაერო ძალებმა 25 აპრილის გამთენიისას იერიშები მიიტანა ჰეზბოლას რაკეტების გამშვებებზე.
IDF-ში ამბობენ, რომ 17 აპრილს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოკლეს ჰეზბოლას 30-მდე მებრძოლი, რომლებიც სამხედროებს საფრთხეს უქმნიდნენ. მათივე ცნობით, გაანადგურეს მათი ასობით ობიექტი. ჰეზბოლა სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებს პერიოდულად ესხმოდა თავს და ირწმუნებოდნენ, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევდა.





