კორონავირუსი და შეზღუდვები

ორმაგად აცრილებს PCR ტესტი მხოლოდ სახმელეთო გზით შემოსვლისას დასჭირდებათ, საჰაერო გზით–არა

თბილისის აეროპორტი

უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ორმაგად აცრილებს PCR ტესტი მხოლოდ სახმელეთო გზით შემოსვლისას დასჭირდებათ და ეს მოთხოვნილება არ ვრცელდება საჰაერო გზით შემოსვლისას.

"ორმაგად აცრილ პირებს შეუძლიათ საქართველოში სხვადასხვა რეჟიმით შემოსვლა. საჰაერო გზით შემოსვლის შემთხვევაში მათ დასჭირდებათ პისიარ ტესტი, ხოლო სახმელეთო გზით შემოსვლის შემთხვევაში PCR ტესტი მაინც არის საჭირო". – ამბობს ღიბრაძე.

დღეს საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. სახმელეთო ზმით შემოსვლისთვის ორმაგად აცრილებს  სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად დასჭირდებათ უარყოფითი PCR ტესტი. 

ამასთან ერთად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

კომენტარები