გახარიას გუნდი

გახარია: ჩემს დროს გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო, ცემა-ტყეპა არ მომხდარა

ვიღაცა რაღაცას დამიძახებს, რაღას შეფასებას გამიკეთებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი და პრემიერმინისტრიც, ერთი და იგივე ხდება ყოველ წელს, მაგრამ სამივე წელს მოვახერხე, გამოხატვის თავისუფლება დაცული ყოფილიყო და ცემა-ტყეპა არ მომხდარა, რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი. ჩვენს მოქალაქეებს ეს არ უგრძნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა.

ამბობს პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია.

 2019 წელს, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია შს მინისტრი იყო, უწყებამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა და ღონისძიების არჩატარება შესთავაზა. თბილისი პრაიდმა 8 ივლისს შსს-სთან "პარტიზანული პროტესტი" მოაწყო - ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, რადგან მინისტრმა "მშვიდობიანი მოქალაქეები შეატოვა მოძალადე ჯგუფებს". 

კომენტარები