გიორგი გახარია

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება

გიორგი გახარია
SPUTNIK 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია დღეს, 29 მაისს, პარტიის პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში 17:00 საათზე დაიწყება. გახარიას პარტიის სახელი გუშინ, 28 მაისს, გახდა ცნობილი. "საქართველოსთვის" – ეს სახელწოდება შეურჩია ყოფილმა პრემიერმინისტრმა საკუთარ პარტიას.

გახარიას გუნდს ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი შეუერთდა – გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

კომენტარები