ცნობილი ადამიანები

სალმა ჰაიეკი კოვიდის გამოცდილებაზე: კლინიკაში არ მივდიოდი, სახლში სიკვდილი მერჩივნა

მექსიკელმა მსახიობმა, სალმა ჰაიეკმა, გამოცემა Variety-სთან კორონავირუსით ინფიცირების გამოცდილებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ვირუსმა კინაღამ მოკლა.

მსახიობმა გაიხსენა, რომ ინფიცირების გამო 7 კვირის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა, ექიმები მას საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობდნენ, თუმცა ჰაიეკი უარს ამბობდა.

"ექიმები მეხვეწებოდნენ, რომ საავადმყოფოში გამეგრძელებინა მკურნალობა, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. მე უარს ვეუბნებოდი და ვამბობდი, რომ სახლში სიკვდილი მერჩივნა", - თქვა მან.

გასულ თვეში სალმა ჰაიეკი გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა, ის რიდლი სკოტის ფილმში House of Gucci-ში ითამაშებს.

"ეს საუკეთესო საქმე იყო ჩემს დასაბრუნებლად. თავდაპირველად, Zoom-ით დავიწყე ადამიანებთან კონტაქტი, თუმცა ამის ხშირად კეთება არ შემეძლო, რადგან ძალიან ვიღლებოდი", - თქვა მან.

კომენტარები