ცნობილი ადამიანები

ლოურენსი: როდესაც შვილი გავაჩინე, ვიგრძენი, თითქოს ჩემი მთელი ცხოვრება ახლიდან დაიწყო

ამერიკელმა მსახიობმა, ჯენიფერ ლოურენსმა ჟურნალ Vogue-თან დედობასა და შვილზე ილაპარაკა, რომელიც მას და მის ქმარს, ქუქ მარონის 2022 წლის თებერვალში შეეძინათ.

ლორენსი ამბობს, რომ დედობის გამოცდილებაზე საუბარი საფრთხილოა, რადგან ყველას შემთხვევა სხვადასხვანაირია და უნებლიედ შესაძლოა ვინმეს თავი ცუდად აგრძნობინო.

"ძალიან საშიშია დედობაზე ლაპარაკი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველასთვის განსხვავებული გამოცდილებაა. თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის შესანიშნავი [გამოცდილება] იყო დასაწყისიდანვე, სხვა ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათთვის თავიდანვე სასიამოვნო არ იყო და თავი ცუდად იგრძნონ". - თქვა მან.

მსახიობი ამბობს, რომ მისი მეგობრები მასთან გულწრფელები იყვნენ და ეუბნებობდნენ, რომ შესაძლოა შვილის გაჩენისთანავე მასთან კავშირი და სიყვარული ვერ ეგრძნო, თუმცა ლორენსის თქმით, მისი ცხოვრება ახლიდან დაიწყო იმ წამიდან, როდესაც შვილი გააჩინა.

"იმ დილით, როდესაც შვილი გავაჩინე, ვიგრძენი, თითქოს მთელი ცხოვრება თავიდან დაიწყო. თითქოს, ეს იყო ის დღე. უბრალოდ გავოგნდი. ძალიან ვიყავი შეყვარებული. ამასთან ერთად, ყველა ბავშვი შემიყვარდა ჩემ გარშემო. ჩვილები შესანიშნავები არიან. ისინი ვარდისფერი, ფუმფულა და სათუთი პატარა გადარჩენილები არიან. ახლა უკვე ბავშვები მიყვარს". - თქვა მან.

ჯენიფერ ლორენსმა და ქუქ მარონიმ 2019 წლის ოქტომბერში იქორწინეს, 2022 წელს კი ბიჭი შეეძინათ.

კომენტარები