ჯასტინ და ჰეილი ბიბერებს პირველი შვილი შეეძინათ - ამის შესახებ ჯასტინ ბიბერის ინსტაგრამიდან გახდა ცნობილი.
კანადელმა მომღერალმა ბავშვის ფეხის სურათი გამოაქვეყნა, წარწერით - "კეთილი იყოს სახლში შენი მობრძანება, ჯეკ ბლუ ბიბერ." ქმრის გამოქვეყნებული ფოტო ინსტაგრამის "სთორიში" გააზიარა ჰეილი ბიბერმაც.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით უცნობია.
ჯასტინ და ჰეილი ბიბერები უკვე 6 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. ორსულობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი, როდესაც ჰეილი ბიბერმა ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა.