ცნობილი ადამიანები

ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი განქორწინდნენ

სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, ტომ ბრედი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ.

გადაწყვეტილების შესახებ ბუნდჰენმა და ბრედმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე დაწერეს.

"ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი შვილები, რომლებიც მთელი გულით მიყვარს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ ერთად აღზრდას, რათა მივცეთ სიყვარული, მზრუნველობა და ის ყურადღება, რასაც ძალიან იმსახურებენ". - წერს სუპერმოდელი.

ბრედის თქმით, ის და ჟიზელი ერთმანეთს "ცხოვრების ახალ თავებში" ყველაფერს საუკეთესოს უსურვებენ და გარშემომყოფებისგან პირადი სივრცის დაცვას მოითხოვენ.

ჟიზელ ბუნდჰენი და ტომ ბრედი 2009 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - 12 წლის ბენჟამინი და 9 წლის ვივიანი.

კომენტარები