კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 788 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.76%-ია

DW

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 28 532 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 251 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.35%.

ახალი შემთხვევიდანთბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევააჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი -  73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე 890 მძიმე პაციენტია, მათ შორის 201 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

 11 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 324 256 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა,  4 336 კი გარდაიცვალა.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.  

კომენტარები