კორონავირუსი საქართველოში

რა შეზღუდვები წესდება და იხსნება სააღდგომოდ – სრულად

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სადღესასწაულო დღეებში, 2-4 მაისამდე შეზღუდულია სასაფლაოზე სიარული, ჩაკეტილია სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

რაც შეეხება კომენდანტის საათს, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით, პირველი მაისის 23:00-დან ორი მაისის 04:00-მდე გადაიწია. სხვა დღეებში კომენდანტის საათი კვლავ 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს.  

უქმე დღეების განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები არ ეხებათ და მუშაობას განაგრძობენ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.

აღსანიშნავია, რომ კომენდანტის საათზე არანაირი გამონაკლისი არ დაუშვიათ რელიგიური უმცირესობებისთვის აღდგომისა და შობის ღამეს. 

კომენტარები