COVID-19-ის ვაქცინა

კვლევა: Pfizer-ის ვაქცინა სიკვდილიანობის წინააღმდეგ 96.7%-ით ეფექტიანია

ისრაელში ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, Pfizer-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის წინააღმდეგ აცრა 96.7%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. 

გარდა ამისა, კვლევით დგინდება, Pfizer-ის ვაქცინას 97.5%-იანი ეფექტიანობა აქვს Covid-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებების წინააღმდეგ. 

"Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა ძალზე ეფექტურია ყველა ასაკობრივ ჯგუფში სიმპტომური და ასიმპტომური ინფექციებისა და Covid-19-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის, მძიმე გართულებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგაც". – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში. 

თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონათან გერშონის თქმით, სამეცნიერო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა Pfizer-ის ვაქცინა და დაადასტურა მისი მაღალი ეფექტიანობა და შესაძლებლობები Covid-19-ის წინააღმდეგ.  

კომენტარები