გაზპრომი

2020 წელს გაზპრომის მოგება თითქმის 9-ჯერ შემცირდა

rbk.ru

2020 წელს, რუსული ჰოლდინგის – "სს გაზპრომის" – წმინდა მოგება, 2019 წელთან შედარებით, 8.8-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა

2019 წელს კომპანიის წმინდა მოგება 1.2 ტრილიონი რუბლი იყო, რაც 2020 წელს 135.3 მილიარდ რუბლამდე შემცირდა. ანგარიშგებაზე დაყრდნობით, წარუმატებელი წლის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ორია:

დოკუმენტში აცხადებენ, რომ წმინდა მოგების შემცირებაში უდიდესი როლი ითამაშა რუბლის სისუსტემ, რომელიც დოლართან და ევროსთან, 2020 წელს, 19% და 31%-ით გაუფასურდა და საოპერაციო ზარალის ფორმირებაში შეიტანა წვლილი. კერძოდ, 2020 წელს ვალუტის გაუფასურებით მიღებულმა ზარალმა 604 მილიარდი რუბლი შეადგინა, ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წელს 285 მილიარდი რუბლი იყო. 

რუსული ვალუტის გაუფასურების გარდა, ანგარიშგებაში ნავთობისა და გაზის მსოფლიო ფასების კლებაზეც საუბრობენ. კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს ნავთობის გაყიდვით მიღებული სარგებელი, 2020 წელს, 1.3 ტრილიონი რუბლით შემცირდა, გაზის რეალიზაციით მიღებული კი – 751 მილიარდი რუბლით. 

კომპანიამ 2020 წელს, დირექტორებისა და მენეჯმენტის ანაზღაურებაში 3.26 მილიარდი რუბლი შეადგინა. 

 

 

კომენტარები