გაზპრომი

გაზპრომი უნგრეთსა და ჩინეთს ბუნებრივ აირს დამატებით მიაწვდის

გაზპრომი უნგრეთსა და ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას ზრდის - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

მოსკოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა, ევროპული ბაზრისთვის გაზის მიწოდების შემცირების შედეგად ჭარბი პროდუქტის არსებობა იყოს. ოფიციალური განცხადებით, ჩინეთისთვის  მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა საკონტრაქტო ვალდებულებებით განსაზღვრულ რაოდენობას 600 მილიონი კუბური მეტრით გადააჭარბებს. 

რაც შეეხება უნგრეთს, ის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა ურთიერთობა შეინარჩუნა რუსეთთან, მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. 

ჩინეთში ვიზიტისას ორბანმა თქვა, რომ უნგრეთს არასდროს სურდა დაპირისპირებოდა რუსეთს და ცდილობდა, თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულებები გაეფორმებინა. აშშ-ს ელჩმა უნგრეთში ორბანის განცხადება შეაფასა, როგორც "შემაშფოთებელი", ხოლო ესტონეთის პრემიერმინისტრის თქმით, უნგრეთის პრეზიდენტისა და პუტინის ფოტოს ნახვა, სადაც ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ, "ძალიან უსიამოვნო" იყო. 

კომენტარები