გაზპრომი

გაზპრომი ბოლო ორი წლის მანძილზე მეთანის ყველაზე მსხვილ გაჟონვაზეა პასუხისმგებელი

გაზპრომი
TASS

გაზპრომმა ბოლო ორ წელიწადში მილსადენიდან მეთანის ყველაზე მასშტაბურ გაჟონვაზე აიღო პასუხისმგებლობა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

რუსეთის უმსხვილესი გაზის კომპანიის თანახმად, ტატარსტანის რესპუბლიკაში გაზის მილსადენზე სარემონტო სამუშაოების დროს 2.7-მა მილიონმა კუბურმა მეტრმა მეთანმა გაჟონა.

მეთანი სათბურის ეფექტის მქონე ძლიერი გაზია, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობენ, ატმოსფეროს ტემპერატურის მოკლევადიან მატებაზე უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე ნახშირორჟანგს.

გაზმა 4 ივნისს გაჟონა. ინციდენტი პირველმა მონიტორინგის გეოანალიტიკურმა ფირმამ Kayrros SAS-მა შენიშნა. 2019 წლის შემდეგ ეს მილსადენზე მომხდარი ყველზე დიდი გაჟონვაა.

ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ინციდენტმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენოს გაზპრომს, მიუხედავად იმისა რომ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. 

კომენტარები