ვახო სანაიაზე თავდასხმა

სანაია: არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს, პირველ რიგში, ხელისუფლებას ვეუბნები

ფორმულა

"არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში, ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში". - წერს ჟურნალისტი ვახო სანაია. თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდამსხმელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

"სულ ეს არიან, მეგობრებო, სასამართლოსთან. ამას გამოვაკლოთ ჟურნალისტები და ოპერატორები და რაც დარჩება, ეგაა. ასევე გამოვაკლოთ ოჯახის წევრები, რომლებზეც ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ვიტყვი დღეს, რადგან ბრალდებულების პროცესზე არიან მისული. უცნობი იყენებს თქვენს ამბავს. რო რამე, თვალითაც ვერ ნახავთ, ტელეფონსაც არ უპასუხებს.

ჩვენ არ ვგავართ ხელისუფლებებს, რომლებიც თავებს ითვლიან. ერთი კაცის პროტესტიც - პროტესტია, მაგრამ არა ხართ მართლები. ესაა თქვენი პრობლემა. ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა. სხვა რამეზე გადის დანაშაულის გამოსყიდვა და თქვენი უტიფრობა - სასჯელის მოხდაზე. არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში. ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში.

ასე რომ, ვინ რჩება მანდ ორკვირიანი სამარცხვინო კამპანიის შემდეგ : ხელისუფლების ლაქია და საშოვარზე გამოსული უცნობი, მეორეხარისხოვანი როლის ცუდად შემსრულებელი ჯაპანა და ხელმოცარული ვატო შაქარაშვილი". - წერს სანაია და თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს ფოტოს აქვეყნებს. 

თავდამსხმელების მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) უცნობი თავდამსხმელებს თავდებში უდგება და ამბობს, რომ "ბავშვმა რომ იტირა, ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ?"   

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

20 აპრილს უცნობმა თქვა, რომ სანაიაზე თავდამსხმელების გასათავისუფლებლად აქციას გამართავს. ის დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებს. 

კომენტარები