ვახო სანაიაზე თავდასხმა

გრიგოლია: ამ ქვეყანაში ცხოვრება საშიშია, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლისთვის

ეს განცდა უკვე დიდი ხანია მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ძალიან საშიში, განსაკუთრებით კრიტიკული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის. მე მქონდა ეს მოლოდინი, რომ დღეს ამათ გამოუშვებდნენ, იმიტომ, რომ 5 ივლისის მერე ზუსტად ვიცოდი, რომ მოძალადე ხელისუფლება ციხეში არჩევნების წინ არ ჩატოვებდა ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს და დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუშვა სიგნალი, რომ სადაც ნახავთ ჩემს მაკრიტიკებელ მედიას, სცემეთ და დაესხით თავს, ჩაქოლეთ, თქვენი თავისუფლება იქნება გარანტირებული. მე უკვე რეაქცია არაფერზე აღარ მაქვს, იმის გარდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის საშიში. 

დღეს პირველად მეჭირა პლაკატი ხელში, სულ მეგონა, რომ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა სტუდიიდან და 5 ივლისის მერე საპროტესტო აქციებზე აღმოვჩნდი და დღეს პლაკატით ვიდექი და მონას ვეძახი, იმიტომ, რომ არიან მართლა მონები, მოსამართლეს მინდა მივმართო - ისტორიამ არაფერი გასწავლა? შენ ხო იცი, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში, მოგიწევს პასუხი აგო დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ, რომ შენ დღეს დააკანონე ძალადობა, აუცილებლად მოგიწევს პასუხისმგებლობა, ჩვენ კი ჟურნალისტებს დღევანდელი დღის შემდეგ მძიმე დღეები გველოდება.

თქვა ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

კომენტარები