ვალუტის კურსი

სებ-ის მიერ $25.4 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი 0.6 თეთრით გამყარდა

CBW.ge

16 აპრილის ბოლოს, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.4363 ლარია, ევროსი – 4.1115 ლარი. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ევროსა და დოლარის გარდა, თურქული ლირის კურსი 0.4271 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტი 4.7363 ლარი ღირს.

დოლარის კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4432 ლარი იყო, შესაბამისად, დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.69 თეთრით გაუფასურდა. ლართან მიმართებით გაუფასურდა ევროც – 0.62 თეთრით.

დღეს, 16 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ $40 000 000 აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც $25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4432 ლარი შეადგინა. ეს 2021 წლის მეექვსე სავალუტო ინტერვენციაა – 1 აპრილს6 იანვარს27 იანვარს18 თებერვალს და 22 მარტს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე ასევე 40-40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა.

კომენტარები